სრული საკანალიზაციო და სანტექნიკური მომსახურება თბილისსა და მის შემოგარენში

სერვისები

„წმენდა“ 18 წელზე მეტი გამცდილების მქონე კომპანიაა. მოიცავს სრულ საკანალიზაციო სამუშაოების მომსახურებას თბილისსა და მის მიმდებარედ. ჩვენი სარემონტო მომსახურების ვრცელი სია მოიცავს:

ჩვენთან დაბალი ფასია და მაღალი ხარისხი

გთავაზობთ:

კანალიზაციის გარე და შიდა სისტემის გაწმენდა;
კანალიზაციის გაწმენდა წნევით (სპეცტექნიკა)
კანალიზაციის გაწმენდა ელექტროტროსით
კანალიზაციის გაწმენდა ჰაერის ტუმბოთი

დაგვირეკეთ ეხლავე

დაგეგმეთ რეგულარული მოვლა და ინსპექტირება, რომ თავიდან აიცილოთ პრობლემები. იყავით ყურადღებიანი თუ რა მიდის კანალიზაციაში, რადგან ზოგიერთმა ნივთმა და არაბიოდეგრადირებადმა მასალებმა შეიძლება გამოიწვიოს ბლოკირება და სხვა პრობლემები. გაეცანით სისტემის სწორად გამოყენებასა და შენარჩუნებას, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური პრობლემები და უზრუნველყოთ, რომ სისტემამ ეფექტურად იმუშავოს.

გაჭედილი საკანალიზაციო ჭის მილების გაწმენდა

კორპუსის ან კერძო სახლის ჭის მილების გაწმენდა საჭიროა მაშინ, როდესაც ჭაში გამავალი მილები ზიანდება და მილის ნაწილი ქმნის ”მუცლის” ეფექტს, რაც გამოწვეულია ნიადაგის დაშლით. შედეგად ხდება ნარჩენების დაგროვება და მილიც იბლოკება, ჭა კი ივსება წყლით. ნომერ პირველი და რთულად მოსაგვარებელი მიზეზი ჭის მილების გაჭედვის არის ხის ფესვები,რომლებიც იზრდება მილში,რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნის. თუკი ამ პრობლემას დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა დაიტბოროს კორპუსის დაბალი სართულები, კერძო სახლის შემთხვევაში, ეზოში ამოვიდეს კანალიზაციის წყალი. ამ დროს მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ პროფესიონალ მომსახურებას.

მომსახურების ფასი 100 ₾ – დან

ფასი დამოკიდებულია, შესასრულებელი სამუშაოს სირთულეზე და მოცულობაზე (მაგალითად – თუ გასაწმენდი ჭის მილის სიგრძე -10მ-ზე მეტია, შესასრულებელ სამუშაოს  უფრო რთულს ხდის ; თუ უფრო ღრმა არის ჭა, შესაბამისად მომსახურების ფასიც იმატებს);

სააბაზანოს ტრაპის გაწმენდა

საპნები და თმის შამპუნები კარგად იხსნება წყალში მაგრამ ეს პროდუქტები შეიცავს ლითონის მარილებს, რომლებიც ილექება მილებზე, თმასთან და სხვა ნაწილაკებთან ერთად,ეს ყველაფერი ბლოკავს მილებს. არასასიამოვნო სუნი ან წყლის დაგუბება შეიძლება სწრაფადვე გადაქცეს წყლის გადინების პრობლემად, ამისთვის საჭიროა რეგულარულად გაწმინდოთ მილები, რადგან გაუდინარობამ შესაძლოა თავად კანალიზაციის გაუდინარობამდეც მიგიყვანოთ. აქაც შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ ხერხს ქიმიკატით პრობლემის მოგვარებას.თუ წყლის გაუდინრობის პრობლემას ამ მეთოდით ვერ აგვარებთ,თქვენ დაგჭირდებათ გამოცდილი სანტექნიკის გამოძახება და პროფესიონალური ელექტროტროსით მილების გაწმენდა.

მომსახურების ფასი 80 ₾ – დან

(ტრაპი,ხელსაბანი,სარეცხის მანქანის კანალიზაცია)  ფასი მოცემულია არაუმეტეს 3მ სიგრძის მილის შემთხვევაში.

Trapis gawmenda

უნიტაზის გაჭედილი მილების გაწმენდა

არსებობს მრავალი ქიმიკატი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.ასეთი ქიმიკატების მოქმედების პრინციპი მსგავსია: უნდა ჩაასხათ ისინი ტუალეტში და დაელოდოთ 15-20 წუთი.შემდეგ ორჯერ ან სამჯერ ჩაასხათ წყალი. თუკი მილებიდან წყლის გაუდინარობას აღნიშნული მეთოდით ვერ აგვარებთ, ეს იმის მიმანიშნებელია რომ პრობლემა იმაზე რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათ. მილებში იმდენი ჭუჭყი და ნარჩენია შესაძლოა რაიმე საგანიც კია გაჭედილი, რაც აფერხებს წყლის გადინებას. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ მექანიკური გაწმენდა ელექტროტროსით ან ჰაერის თუმბოთი (ვანტუსით);

ელექტროტროსით გაწმენდა ფასი  80 ₾

ფასი მოცემულია არაუმეტეს 4მ სიგრძის მილის შემთხვევაში.

ვანტუსით გაწმენდა 70 ₾

ფასი მოცემულია არაუმეტეს 4მ სიგრძის მილის შემთხვევაში.

სამზარეულოს დგარის (სტაიაკის) გაწმენდა

დგარი მილი კორპუსის ბოლო სართულიდან ჩადის პირველ სართულზე,სარდაფამდე.განსაკუთრებით ძველ კორპუსებში ხშირია დგარი (სტაიაკის)მილის გაჭედვა.

მომსახურების ფასი 150 ₾

მე-3 სართულიდან სარდაფის ჩათვლით

მომსახურების ფასი 250 ₾

მე-6 სართულიდან სარდაფის ჩათვლით

მომსახურების ფასი 400 ₾

მე-9 სართულიდან სარდაფის ჩათვლით

Staiakis dgaris wmenda
Wylis chavlit wmenda

კანალიზაციის გაწმენდა ჭავლით
(წყლის მაღალი წნევით)

წყლის ჭავლით რეცხვა სრულიად წმენდს კანალიზაციის მილებს,შლის ცხიმებს,რეცხავს ქვიშას, ლამს და სამშენებლო ნარჩენებს.ჭავლით გაწმენდა ამცირებს მომავალში ბლოკირების რისკს,რადგან ნარჩენების დაგროვების შესაძლებლობა მცირდება.

მომსახურების ფასი 250 ₾ – დან

ფასი მოიცავს  მილის საწყისიდან 10 მეტრის სიგრძეს და ყოველ დამატებულ 1 მეტრზე ემატება 25 ლარი.

ჩვენი სერვისის ერთ-ერთი უპირატესობა არის სწრაფი რეაგირება.გამოძახებიდან 30-40 წთ ჩვენი ხელოსანი მოვა მისამართზე თბილისის ფარგლებში , თბილისის შემოგარენში 1 – 1,30 წთ

შეავსეთ ფორმა და გამოაგზავნეთ

მოითხოვეთ მომსახურება