სრული საკანალიზაციო და სანტექნიკური მომსახურება თბილისსა და მის შემოგარენში
სერვისები
„წმენდა“ 18 წელზე მეტი გამცდილების მქონე კომპანიაა. მოიცავს სრულ საკანალიზაციო სამუშაოების მომსახურებას თბილისსა და მის მიმდებარედ. ჩვენი სარემონტო მომსახურების ვრცელი სია მოიცავს:
ჩვენთან დაბალი ფასია და მაღალი ხარისხი

გაჭედილი და საკანალიზაციო მილების გაწმენდა
თქვენი საკანალიზაციო მილების მუშაობასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას მრავალი პრობლემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წყლის ნელი გადინება ან უსიამოვნო სუნი ან კაკუნის ხმა სადრენაჟო მილებიდან თუ უნიტაზიდან. საკანალიზაციო სისტემის პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს სანტექნიკური პრობლემების შედეგად ან რუტინული შემოწმებისა და გაწმენდის დროს.

აბაზანის გაჭედილი მილის /
სანიაღვრე მილის გაწმენდა
აბაზანის გაჭედილი მილის /სანიაღვრე მილის გაჭედვამ, თუ დროულად არ მოგვარდა, შეიძლება უფრო სერიოზული სანტექნიკური პრობლემები გამოიწვიოს. “წმენდა” გთავაზობთ საკანალიზაციო მომსახურების ფართო სპექტრს, აღმოვფხრით გაჭედილი კანალიზაციის გამომწვევ მიზეზებს, დაგეხმარებით გამართული სანტექნიკური სისტემის შენარჩუნებაში.

უნიტაზის შეკეთება და გაჭედილი მილების გაწმენდა
თქვენს სახლში სველი წერტილების რაოდენობის მიუხედავად, ერთი არაფუნქციური ტუალეტიც კი შეიძლება იყოს მოუხერხებელი, ძვირი და არაჰიგიენური. თუ თქვენი ტუალეტი ცუდად მუშაობს, ნელა ივსება, ხმაურობს, ჟონავს, ან საერთოდ არ ჩამოირეცხება, დაგიკავშირდით ვემსახურებით თბილისსა და მის შემოგარენში ტუალეტის პროფესიონალური შეკეთებისთვის.

ონკანისა და მილების შეკეთება
ონკანის მილებიდან წყლის გაჟონვა არა მხოლოდ წყლის ფლანგვაა, არამედ დროთა განმავლობაში მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ქონების დაზიანება ან ობის გაჩენა. არ აქვს მნიშვნელობა, წვეთავს ონკანი თუ ჟონავს მილიდან, ჩვენი პროფესიონალი სანტექნიკოსები სწრაფად და ხარისხის გარანტიით შეასრულებენ რემონტს.